სიახლეები ﷯ მსოფლიოს თასი. მადრიდი 19-21 მაისს, ესპანეთის დედაქალაქი ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. მადრიდში ქართველი მოფარიკავეები, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯბრში იასპარეზებენ. საერთო ჯამში უკვე ესპანეთში არიან და ტურნირში მონაწილეობისათვის ემზადებიან: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ნიკა შენგელია. ინდივიდუალური შეჯიბრი 19-20, ხოლო გუნდური 21 მაისს გაიმართება. აღნიშნული შეჯიბრი ერთერთი ბოლო მოსამზადებელი ეტაპია, თბილისში 12-17 ივნისს გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ.

სპონსორები და პარტნიორები