სიახლეები
﷯ „მოსკოვი ხმალი 2017“ რუსეთის დედაქალაქში დასრულდა, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი „მოსკოვის ხმალი“, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო 146 ვაჟმა და 142 ქალმა ხმლით მოფარიკავემ იასპარეზა. ვაჟთა შეჯიბრში ოთხი ქართველი გამოვიდა, სანდრო ბაზაძე ტურნირში პირდაპირ პლეი ოფის ძირითადი ეტაპიდან ჩაერთო, სადაც იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15-13 სძლია, სამწუხაროდ შემდეგ ეტაპზე სანდრო ბაზაძე რუს ანატოლი კოსტენკოსთან 12-15 დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. კიდევ უფრო ადრეულ სტადიაზე დაასრულეს ასპარეზობა საქართველოს კიდევ სამმა წარმომადგენელმა. ბექა ბაზაძემ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ძალიან კარგად იასპარეზა, ყველა შეხვედრა მოიგო და პლეი ოფშიც, რუმინელ იულიან ტეოდოსიუსთან თავიდან დამაჯერებლად იგებდა, თუმცა საბოლოოდ 14-15 დათმო. კარგად გამოვიდა ჯგუფში საბა სულამანიძეც, რომელმაც ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, მაგრამ პლეი ოფში გერმანელ მაქსიმილიან კინდლერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 5-15 წააგო. გოგონათა შეჯიბრში, ჯგუფში თეოდორა კახიანმა ექვსიდან ხუთი მეტოქე დაამარცხა, პლეი ოფში კი ამერიკელ მაია ჩემბერლენთან 12-15 წააგო. ჯგუფში არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის (სამ-სამი მოგება-წაგება) შემდეგ პლეი ოფის სამ ეტაპზე იასპარეზა დარია ანტონოვამ, თავდაპირველად მან დომინიკის წარმომადგენელს მარტინეს დე ლოს სანტოსს 15-12 სძლია, შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში უკრაინელ ალიონა ვორონინას 15-14 აჯობა, ოცდამეთორმეტედფინალში კი კიდევ ერთ უკრაინელ ოლგა ხარლანთან 3-15 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ბოლო შეჯიბრი, ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელსაც 12-17 ივნისს თბილისი უმასპინძლებს.
სპონსორები და პარტნიორები