სიახლეები ﷯ „სანქტ პეტერბურგის რაპირა 2017“ რუსეთის ქალაქ სანქტ პეტერბურგში, დასრულდა მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი, რაპირით მოფარიკავეთა შორის „სანქტ პეტერბურგის რაპირა 2017“ . ტრადიციულ ტურნირში, რომელიც ერთ-ერთ უძველეს, 1800 წელს აგებულ , სპორტულ დარბაზში „ზამთრის სტადიონზე“ ჩატარდა , 32 ქვეყნის 161 მსოფლიოს საუკეთესო რაპირით მოფარიკავემ იასპარეზა. მათ შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში ორმა ქართველმა მოფარიკავემ იასპარეზა. არჩილ უგულავამ ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო და პლეი ოფის საწყის სტადიაზე მასპინძელთა წარმომადგენელ ვლადისლავ ჟურავლიოვთან დამარცხდა. კარგად იასპარეზა ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ლუკა ღაღანიძემ. შეჯიბრების პირველი დღე ღაღანიძემ დამაჯერებლად ჩაატრა, ჯგუფში ლუკამ სამი ორთაბრძოლა მოიგო. პლეი ოფის პირველ ეტაპზე პოლონელ იაკობ სურვილოს 15-13 სძლია, შემდეგ კი ისრაელის წარმომადგენელი მაორ ჰატოელი 15-10 დაამარცხა. შეჯიბრების მეორე დღეს ოცდამეთორმეტედფინალში ქართველი მოფარიკავეს მეტოქე გამოცდილი ამერიკელი, მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი, მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერთი მაილს ჩემლი-უიოტსონი გახლდათ, რომელთანაც ლუკა 8-15 დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

სპონსორები და პარტნიორები