მთავარი

 დღევანდელი ქართული ფარიკაობის მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია წარსულში ცნობილი ვეტერანი მოფარიკავე ბატონი ზაზა მჭედლიძე. გენერალური მდივანია საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ბატონი დავით სახვაძე. საქართველოს ფარიკაობის ვიცეპრეზიდენტები არიან: ქალბატონი ირინე სხირტლაძე, ბატონები როსტომ აბაშიძე და ბერაბ ბაზაძე. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია, საქართველოს სპორტის რაინდის კავალერი, მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში, "Fair Play"-ს წოდების მფლობელი ბატონი იური ოსიპოვი. პრეზიდენტის პირადი მრჩეველია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1996 – 2016 წ. წ.), ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი არჩილ გოგელია. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელია, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ფარიკაობის სამყაროში საკმაოდ კარგად ცნობილი სპეციალისტი ბატონი მერაბ ბაზაძე. სწორედ მერაბ ბაზაძის დამსახურებაა ქართველი მოფარიკავეების უახლესი წარსულის მიღწევები, კერძოდ: სანდრო ბაზაძე: - 2011 წელი, მსოფლიოს თასი იუნირთა შორის (ირანი), 1 ადგილი; - 2012 წელი, მსოფლიოს თასი იუნირთა შორის (უკრაინა), 3 ადგილი; - 2012 – 13 წ. წ., ევროპის თასი კადეტთა შორის (თბილისი) 1 ადგილი; - 2013 წელი, პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ახალაგზრდებს შორის (ბუდაპეშტი); - 2012 – 13 წ. წ. მსოფლიოს რეიტინგში (იუნიორები) 2 ადგილი; - 2014 წელი, ევროპის ჩემპიონი (მეორედ) ახალგაზრდებს შორის (თბილისი); - 2014 წელი, ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (გუნდური, თბილისი); - 2016 წელი, ევროპის ჩემპიონი (მესამედ) ახალგაზრდებს შორის (ბულგარეთი); - 2016 წელი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (გუნდური, ბულგარეთი); - 2016 წელი, მსოფლიოს თასი სენიორთა შორის, 2 ადგილი (ესპანეთი); - 2016 წელი, ევროპის ჩემპიონატი სენიორთა შორის 5 ადგილი (პოლონეთი); - 2016 – 17 წ. წ. სეხონი, მსოფლიოს ფარიკაობის ფედერაციის რეტინგში, სენიორთა შორის იმყოფება მე- 14 ადგილზე; - 2016 წელი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიოური თამაშების მონაწილე (ოცწლიანი პაუზის შემდეგ), მე 13 ადგილი; ბექა ბაზაძე: - 2008 წელი, მსოფლიოს თასი (ირანი) 2 ადგილი; - 2012 წელი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (ბრატისლავა) 3 ადგილი; - 2013 წელი, ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის (თბილისი) 3 ადგილი; - 2016 – 17 წ. წ. სეხონი, მსოფლიოს ფარიკაობის ფედერაციის რეტინგში, სენიორთა შორის იმყოფება მე- 80 ადგილზე; მიხეილ მარდალეშვილი: - 2009 წელი, ევროპის თასი კადეტთა შორის (ბულგარეთი), 3 ადგილი; - 2010 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი კადეტთა შორის (იორდანია), 3 ადგილი, (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში); - 2010 წელი, ევროპის თასი კადეტთა შორის (ლონდონი), 3 ადგილი; - 2011 წელი, მსოფლიოს თასი (ირანი) 3 ადგილი; - 2014 და 2016 წლებს ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (გუნდური, თბილისი და ბულგარეთი) მეორე და მესამე პრიზიორი; ნიკოლოზ ბახსოლიანი, კახაბერ მაღრაძე, თეოდორა კახიანი, ნიკა შენგელია, ვაჭა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი - ევროპისა და მსოფლიოს თასების გარჯვებულები და პრიზიორები; ნიკა შენგელია - 2015 წლის ბავშთა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისტი - 7 ადგილი; საქართველოში ფარიკაობა ფუნქციონერებს სხვადასხვა რეგიონების ქალაქებში: გარდაბანში, რუსთავში, თბილისში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში და ბათუმში.

სპონსორები და პარტნიორები

  პარტნიორები