ისტორია

 საქართველოში სპორტული ფარიკაობის განვითარების ისტორია საქართველოში თანამედროვე, სპორტული ფარიკაობის განვითარება დაიწყო XX საუკუნის 20 – იან წლებში. (ზუსტი თარიღი უცნობია). პირველად,თბილისელმა მოფარიკავეებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს 1935 წელს. პირველი საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში (პირადი), ჩატარდა 1938 წელს. გამარჯვებულები გახდდნენ: რაპირაში – გ. ძოწენიძე (ვაჟები), თ. მამალაძე (გოგონები), ასევე, ო.დიდებულიძე (ხიშტი) და ი.კაკაბაძე (ხმალი – ესპადრონი). დღეისათვის ყოველწლიურად იმართება საქართველოს ჩემპიონატები და თასის გათამაშებები სენიორთა (დიდები) შორის. საქართველოს პირველობები კადეტთა (17 წლამდელები) და იუნიორთა (21 წლამდელები) შორის. 1947 წელს ქართველმა მოფარიკავეებმა მოიგეს პირველი მედალი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში – ბრინჯაოს მედალოსნები გუნდურ ასპარეზობაში გახდნენ მოხმალავეები. 1949 წელს, ქ. თბილისში ჩატარებულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ხმლით მოფარიკავე ალოიზ ადაროვმა მოიპოვა ჩემპიონის წოდება. გუნდურ ასპარეზობებში კი, (ხმალი და დაშნა) ქართველმა მოფარიკავეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მას შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991 წ.), ქართველი მოფარიკაეები არაერთხელ გამხდარან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები და იმყოფებოდნენ საბჭოთა ფარიკაობის ლიდერთა შორის. საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მიიღეს: აკაკი მეიფარიანმა (1952 – ჰელსინკი, დაშნა), იური ოსიპოვმა (1956 – მელბურნი, რაპირა), რევაზ ცირეკიძემ (1956 – მელბურნი, დაშნა), გურამ კოსტავამ (1960 – რომი, 1964 – ტოკიო, დაშნა), ნუგზარ ასათიანმა (1960 – რომი, 1964 – ტოკიო, ხმალი) და ვლადიმერ აფციაურმა (1988 – სეული, რაპირა). ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მოხმალავე ნუგზარ ასათიანი (1964) და რაპირისტი ვლადიმერ აფციაური (1988) – ირივე გუნდურში. დაშნით მოფარიკავემ გურამ კოსტავამ კი, მოიგო ორი ბრინჯაოს მედალი პირად (1964) და გუნდურ (1960) ასპარეზობებში. 1984 წელს სოციალისტური ბანაკის მხრიდან, ლოს ანჟელესის ოლიმპიური თამაშებისათვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, ქ.ბუდაპეშტში (უნგრეთი) ჩატარდა, ალტერნატიული თამაშები, სახელწოდებით „მეგობრობა – 84“, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობდა და ჩემპიონის წოდება, როგორც პირად, ასევე გუნდურ ასპარეზობებში მოიპოვა რაპირით მოფარიკავე ვლადიმერ აფციაურმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიურ თამაშებში (1996 -ატლანტა) მონაწილეობა მიიღო, მოხმალავე არჩილ ლორთქიფანიძემ, სადაც მან 36 -ე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: გურამ კოსტავა, ორჯერ (1961, 1967 – ორივე გუნდური), იური ოსიპოვი (1962 – გუნდური), ნუგზარ ასათიანი (1965 – გუნდური) და ვლადიმერ აფციუარი (1982 – გუნდური). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გურამ კოსტავამ (1959, 1966 – ორივე გუნდური), ნუგზარ ასათიანმა (1961 – გუნდური) ბრინჯაოს მედალოსნები არიან: გურამ კოსტავა (1963 – პირადი, 1965 – გუნდური), ნუგზარ ასათიანი (1962, 1963 – ორივე გუნდური) და ვლადიმერ აფციაური (1985, 1990 – ორივე გუნდური). 1963 წელს ქალაქ გენტში (ბელგია), ორმა ქართველმა მოფარიკავემ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება იუნიორთა შორის. გამარჯვებულნი გახდნენ: გურამ ლორთქიფანიძე – ხმალი და ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე – რაპირა. სხვადასხვა წლებში ბრინჯაოს მედლის მფლობელები იყვნენ: რაპირისტი იური ოსიპოვი, 1957 (ვარშავა, პოლონეთი), მოხმალავეები, დიმიტრი შაშარაშენიძე – 1969 ავთანდილ კიკნაძე -1974 (სტამბული, კავშირის თურქეთი). ნაკრები ჩემპიონატებში საბჭოთა (გენუა, იტალია) და მსოფლიოს შემაგენლობაში იუნიორთა გუნდის მონაწილეონდნენ შემდეგი ქართველი მოფარიკავეები: მურმან ასათიანი (დაშნა – 1957), იური ოსიპოვი (რაპირა -1958), გურამ კოსტავა (დაშნა – 1958), ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე (რაპირა – 1962), რუსუდან კეკელია (რაპირა – 1963, 1964), ომარ საკანდელიძე (დაშნა – 1964), დიმიტრი შარაშენიძე (ხმალი – 1967, 1968), გია აბაშიძე(რაპირა – 1976, 1977), ვლადიმერ აფციაური (რაპირა – 1980, 1981, 1982), მერაბ ბაზაძე (ხმალი – 1982) და ოლეგ ჩერნიშოვი (რაპირა – 1988, 1989). დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არაერთმა ქართველმა მოფარიკავემ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატებში, უკვე როგორც, კადეტთა და იუნიორთა შორის. კადეტთა შორის 2011 წელს იორდანიში, მკვდარ ზღვაზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილი. მსოფლიოს სტუდენტურ თამაშებზე ყველა სინჯის მედალი მოპოვებული აქვს რაპირისტ იური ოსიპოვს (1959 – ოქრო, 1961 – ვერცხლი და 1963 – ბრინჯაო, ყველა გუნდური) 1961 წელს როგორც პირად ასევე, გუნდური პირველობებში ვერცხლის მედალოსანი გახდა მოხმალავე ნუგზარ ასათიანი. ბრინჯაოს მედალოსანი 1965 წელს გუნდურ პირველობაში გახდა გურამ ლორთქიფანიძე. მათ გარდა, სტუდენტური თამაშების მონაწილეები იყვნენ: იური ოსიპოვი და ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე (1965), მაყვალა კოხრეიძე (1965), ვლადიმერ აფციაური (1985), მერაბ ბაზაძე, ირაკლი (კახა) გვარამაძე და აკაკი მახარაძე (1989). დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად ქართველმა მოფარიკავეებმა, მსოფლიოს სტუდენტურ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს 2007 წელს ქალაქ იზმირში (თურქეთი). შემდეგ კი, 2013 წლეს ქალაქ ყაზანში (რუსეთი). ყაზანში, ძმებმა ბექა და სანდრო ბაზაძეებმა პირად პირველობაში დაიკავეს V და VIII ადგილები. ხოლო, გუნდურ ასპარეზობაში მიხეილ მარდალეიშვილთან და ლუკა ობოლაძესთან ერთად VI ადგილზე გავიდნენ. საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით 2011 წელს მიხეილ მარდალეიშვილის მიერ, მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ ევროპის ორგზის ჩემპიონი, ჯერ იუნიორთა, შემდეგ კი ახალაგაზრდებს შორის გახდა მოხმალავე სანდრო ბაზაძე (2013, 2014), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ახალგაზრდებში გახდა ბექა ბაზაძე (2012). ხოლო, 2014 წელს ქ. თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის, ქართველემა ხმლით მოფარიკავეებმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები გუნდურ ასპარეზობაში (სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ლუკა ობოლაძე). ალოიზ ადაროვის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები პირად ასპარეზობებში გახდნენ: რევაზ ცირეკიძე – დაშნა (1957), გურამ კოსტავა – დაშნა (1961), ნუგზარ ასათიანი – ხმალი (1961), ვლადიმერ აფციაური – რაპირა (1984). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: რევაზ ცირეკიძემ – დაშნა (1955), იური ოსიპოვმა – რაპირა, ორჯერ (1957, 1962), გურამ კოსტავამ – დაშნა, ორჯერ (1960, 1968), ნუგზარ ასათიანმა – ხმალი, ორჯერ (1962, 1967), მორის სახვაძემ – ხმალი (1964), ვლადიმერ აფციურმა – რაპირა (1981). ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან: ა. გაფრინდაშვილი – დაშნა (1951, ლენინგრადის სახელით), იური ოსიპოვი – რაპირა, ორჯერ (1960, 1963), ნუგზარ ასათიანი – ხმალი, ორჯერ (1964, 1965), გურამ კოსტავა – დაშნა, ორჯერ (1965, 1967). საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, გუნდურ ასპარეზობებში, სხვადასხვა წლებში იყვნენ: რევაზ ცირეკიძე, კოტე გოგელია, იური ოსიპოვი, ნუგზარ ასათიანი, გურამ კოსტავა, მორის სახვაძე, მურმან ასათიანი, ვლადიმერ აფციაური, გიორგი აბაშიძე. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში, სხვადასხვა წლებში, საქართველოს ნაკრები გუნდები, ვერცხლის მედალოსნები იყვნენ: დაშნა კაცები (1961) და რაპირა კაცები (1981 – ვლადიმერ აფციაური, გიორგი აბაშიძე, გიორგი გელაშვილი, ზურაბ აფციაური და ვლადიმერ გოქაძე). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: მოხმალავე კაცებმა (1947, 1949, 1958, 1977), დაშნით მოფარიკავე კაცებმა (1949, 1958 – რევაზ ცირეკიძე, გურამ კოსტავა, კოტე გოგელია, მურმან ასათიანი, გიორგი (გივი) ცაგარელი) და რაპირისტმა კაცებმა (1985 – ვლადიმერ აფციაური, გიორგი აბაშიძე, გიორგი გელაშვილი, ზურაბ აფციაური და მალხაზ ნუცუბიძე). კომპლექსური სპორტული ღონისძიება, სახელწოდებით “საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა“, ტარდებოდა 4 წელიწადში ერთხელ (1956 – 1983 წლებში), სადაც, ქართველმა მოფარიკავეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს როგორც, პირად ასევე, გუნდურ ასპარეზობებში. პირად ასპარეზობებში, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, რაპირისტი იური ოსიპოვი (1963). გუნდურ ასპარეზობებში საქართველოს ხმლითა (1963 – ნუგზარ ასათიანი, მორის სახვაძე, არჩილ გოგელია, გურამ ლორთქიფანიძე,ოტო მოსიძე) და რაპირით (1963 – ქალები, ჯულიეტა გიორგაძე, რუსუდან კეკელია, მაყვალა კოხრეიძე, ლიანა შეყილაძე და მიმი სვანიძე) მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდებმა დაიკავეს მესამე ადგილები. 1983 წელს კი, მოხმალავე კაცებმა (მერამ ბაზაძე, ზაზა მჭედლიძე, ირაკლი (კახა) გვარამაძე, დავით თურქია და აკაკი მახარაძე) მოიგეს ვერცხლის მედლები. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები იყვნენენ: ნუგზარ ასათიანი – ხმალი, ოთხჯერ (1960, 1962, 1966, 1968) იური ოსიპოვი – რაპირა (1960), გურამ კოსტავა – დაშნა (1960) და მორის სახვაძე (1963). 1960 წელს ქ. თბილისში შედგა პირველი საერთაშორისო სამატჩო შეხვედრა ფარიკაობაში, საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებ გუნდებს შორის. შეხვედრა დამთავრდა ფრედ ანგარიშით 2:2. პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელიც ორჯერ ზედიზედ (1950 და 1951 წ.წ.) გახდა საბჭოთა კავშირის პირველობის გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის იყო მოხმალავე გიორგი გოგელია. 1952 წ. რევაზ ცირეკიძემ მოიგო პირველობა ორ სახეობაში – რაპირაში და დაშნაში, რაც არის უნიკალური შედეგი. მას შემდეგ, არაერთმა ქართველმა მოფარიკავემ მოირგო ეს ტიტული, გამარჯვებულნი გახდნენ, მოხმალავეებმა: დიმიტრი მაჭავარიანმა (1953), ნუგზარ ასათიანმა (1955), მალხაზ ადეიშვილმა (1962, 1963), ავთანდილ კიკნაძე (1973), დავით თურქია (1981), კახა მახარაძე (1986). რაპირისტები: რევაზ ცირეკიძე (1952), იური ოსიპოვი (1954, 1955), ნიკოლოზ ანდრიაძე (1962), გიორგი აბაშიძე (1975), გიორგი გელაშვილი, ოლეგჩერნიშოვი (1985, 1986). დაშნით მოფარიკავეები: გიორგი დათიაშვილი (1951), რევაზ ცირეკიძე (1952) და იასე სიხარულიძე (1969).. მათ გარდა, სხვადასხვა წლებში ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის პირველობების და სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულნი და პრიზიორები იყვნენ: ხარებოვი, ჟვანია, სკორნიაკოვი, ენდელაძე, არჩილ გოგელია, ოთარ კიკალიშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი, ავთანდილ კუხიანიძე, ომარ საკანდელიძე, იგორ დავიდოვსკი, შოთა ჯიქია, გურამ ჩხაიძე, თედო ზაუტაშვილი, გურამ ჯაინი, გივი ცაგარელი, თენგიზ ცქიტიშვილი, გიორგი დავთიანი, ალა კუხიაშვილი, ედიკ კიუტი, ზაალ ბილანიშვილი, გიორგი სიჭინავა, ამირან ბობოხიძე, ოტო მოსიძე, იზოლდა ესაიაშვილი, ჯულიეტა გიორგაძე, ლიანა შეყილაძე, მაყვალა კოხრეიძე, რუსუდან კეკელია, სვეტლანა სვანიძე, გიორგი პაიჭაძე, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ჯიღაური, გიორგი ჩიხლაძე, მალზახ ძნელაძე, ქეთევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ზამბახიძე, კახაბერ მაღრაძე, ძმენი ნიკოლოზ და გიორგი ბახსოლიანები და სხვები. ყველა ამ სპორტული მიღწევების სულისჩამდგმელები იყვნენ, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელები: ანატოლი ფიოდოროვი, სიმონ საყვარელიძე, ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ტრიფონ მესხი და მალხაზ გაბუნია. აგრთვე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები: შოთა დარასელია, გალაქტიონ ჩიქოვანი, ტამარა ტროფიმოვა – დარასელია, თეიმურაზ ისლამოვი, მორის სახვაძე, გიორგი დავთიანი, სიმონ აჯიმამუდოვი, ვლადიმერ ქოჩიაშვილი, რევაზ მაჭარაშვილი, თამაზ ძაგანიშვილი, ბახუს მათითაიშვილი, თამაზ ოყროშიძე, სულიკო ბოგვერაძე, თედო კეზევაძე, გურამ ჟღენტი, ზაურ თავაძე, მირიან კიკალიშვილი, ნოდარ დიდია, ლუდვიგ ღაღანიძე, გურამ ლორთქიფანიძე, სვეტლანა სვანიძე, როზა ჯოლოგუა, ხაზბი ჩიბიროვი, ზურაბ ჯაგაშვილი და ბოლოს ახალგაზრდა, თანამედროვე მწრთვნელი მერაბ ბაზაძე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველ მსაჯთა ბრიგადა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ტრიფონ მესხი, მორის სახვაძე, ნუგზარ ასათიანი, იური ოსიპოვი. მორის სახვაძე 1992 – 2008 წლებში ოთხჯერ იყო არჩეული მსოფლიო ფარიკაობის ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრად. შემდეგ, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები გახდნენ: დავით სახვაძე (1999), ვლადიმერ აფციური (2002), თათია აფციაური (2014), ირინე ფეიქრიშვილი (2014), ხათუნა ჭუმბურიძე (2014), ზაზა მჭედლიძე (2015) და კახა მახარაძე (2015). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991) საქართველოში სპორტი, მათ შორის ფარიკაობაც, მივიწყებას მიეცა. გასული საუკუნის 70 იანი წლების დასაწყისში აშენებული ფარიკაობის დარბაზი დაზიანდა, სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა, ხშირად არ მიეწოდებიდა წყალი და ელ. ენერგია. მაგრამ, რამოდენიმე ენთუზიასტი მწვრთნელი მაინც აგრძელებდა მუშაობას და ავარჯიშებდა ფარიკაობის ფანატებს. არჩილ გოგელიას (პრეზიდენტი), იური ოსიპოვის (ვიცე პრეზიდენტი) მორის სახვაძის (გენერალური მდივანი ), ვეტერანი მოფარიკავეების ზურაბ ცქიტიშვილისა გურამ ჯაინის მიერ შპს ,,მუშკეტერების“ საშუალებით (დირექტორები მორის სახვაძე და გივი ცაგარელი) შესყიდული იქნა ძველი დარბაზი და მის ადგილზე აშენდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფარიკაობის დარბაზი, რომელიც შემდგომში უსასყიდლოდ, უზურფრუქტის სახით, 50 წლის ვადით, გადაეცა ჯერ სახელმწიფოს ხოლო, შემდეგ ფარიკაობის ფედერაციას. 2007 წლიდან, აღსდგა ფედერაციის დაფინანსება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის „ქართუ ბანკს“, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას (FIE), ევროპის ფარიკაობის კონფედერაციას (EFC). აქედან, დაიწყო ქართული ფარიკაოიბის ხელახალიაღორძინება რეგიონალურ, ევროპულ და მსოფლიოს არენებზე. დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ფარიკაობა ჩართო, „სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში“, რაც, ფედერაციას აძლევს მომავალი განვითარების საშუალებას.
სპონსორები და პარტნიორები